вторник, 22 июля 2014 г.

მოდული 8.

მერვე მოდულში გადავხედეთ  სასწავლო პროექტის გეგმასა და დამხმარე მასალებს. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, მოვამზადე პრეზენტაცია ჩემი კოლეგებისათვის. მოდულის ბოლოს გავხსენი ინტერნეტში ჩემი ფოსტა,დრაივი  და განვაახლე ჩემი ბლოგის გვერდი.შევქმენი მენიუს ზოლი ( მთავარი, ჩემი პროექტები, კონტაქტები) და დავამატე ტექსტის დამატების, სურათის ჩასმის, ბლოგის სტატისტიკის გაჯეტები. შევავსე აღნიშნული გვერდები საკუთარი მონაცემებით. ჩემი პროექტის პორტფოლიო ავტვირთე google- ის დისკზე  გავაზიარე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
ბოლოს შევაჯამეთ და გავაანალიზეთ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება


понедельник, 21 июля 2014 г.

მოდული 7.


 გავეცანი სახელმძღვანელოში მე-7 მოდულს.მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნით სასწავლო გარემოს პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,  ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში  შევქმენი გზამკვლევი მოსწავლის კვლევის სტატისტიკური მონაცემების დიაგრამის სახით წარსადგენად. ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

მოდული 6.

ამ მოდულში იმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. რომლებიც დაგვეხმარება  გააუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები. ობიექტურად შევაფასოთ ყველანაირი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. ვიმსჯელეთ, როგორ მოვძებნოთ დიფერენცირებული სწავლების გზებ ყველა ტიპის მოსწავლისთვის.

მოდული 5.

      ამ მოდულში გაეცანით, პროექტზე მუშაობისას თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21- საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.  შეიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოიყენეთ პროექტების შეფასების ფორმებ ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს, გადახედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შეამოწმეთ ნაშრომში შემავალ ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

მოდული 4.

გავეცანი ამ მოდულში მოცემულ ინფორმაციას,  მოდულის ფარგლებში განიხილ, თუ როგორ უნდა ასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება,  საჭირო ინფორმაციის მოძიება. ასევე, დაგეგმეთ და ქმნით მოსწავლის პრეზენტაცია. გამოვიყენეთ google.com-ი და powerpoint-ში გავაკეთეთ სლაიდ-შოუ.

среда, 16 июля 2014 г.

მოდული 3

გავეცანი მესამე ბლოგში მითითებულ ინფორმაციას: საავტორო უფლებების პრეზენტაციას.გადმოვწერე და ჩემს საქაღალდეში შევინახე 1. გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. 2. გამოყენებული ლიტერატურის  ნიმუში-MLA ფორმატი. 3. გამოყენებული ლიტერატურის  ნიმუში-APA.
ვისწავლეთ Gmail.com-ი დრაივის გამოყენება, ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ატვირთვა და გაზიარება.

მოდული 2

გავეცანი ამ მოდულში მოცემულ ინფორმაციას. დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმის შევსება.გეგმაში განვათავსე მოფიქრებული პროექტის თემა, განვსაზღვრე მისი შინაარსი და თემის შესაბამისობა სტანდარტთან. ჩამოვწერე პროექტის სასწავლო მიზნები, შედეგები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მოვახდინე პროექტის პრეზენტაცია PowerPoint-ში.