მერვე მოდულში გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმასა და დამხმარე მასალებს. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, მოვამზადე პრეზენტაცია ჩემი კოლეგებისათვის. მოდულის ბოლოს გავხსენი ინტერნეტში ჩემი ფოსტა,დრაივი და განვაახლე ჩემი ბლოგის გვერდი.შევქმენი მენიუს ზოლი ( მთავარი, ჩემი პროექტები, კონტაქტები) და დავამატე ტექსტის დამატების, სურათის ჩასმის, ბლოგის სტატისტიკის გაჯეტები. შევავსე აღნიშნული გვერდები საკუთარი მონაცემებით. ჩემი პროექტის პორტფოლიო ავტვირთე google- ის დისკზე გავაზიარე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
ბოლოს შევაჯამეთ და გავაანალიზეთ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილებაвторник, 22 июля 2014 г.
понедельник, 21 июля 2014 г.
მოდული 7.
გავეცანი სახელმძღვანელოში მე-7 მოდულს.მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნით სასწავლო გარემოს პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში შევქმენი გზამკვლევი მოსწავლის კვლევის სტატისტიკური მონაცემების დიაგრამის სახით წარსადგენად. ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.
მოდული 6.
ამ მოდულში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. რომლებიც
დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები. ობიექტურად
შევაფასოთ ყველანაირი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. ვიმსჯელეთ, როგორ მოვძებნოთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის.
მოდული 5.
ამ
მოდულში
გავეცანით, პროექტზე მუშაობისას თუ
როგორ
შეიძლება
გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის
საგანმანათლებლო
სახელმძღვანელოდან,
ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს, გადავხედეთ მოსწავლის
სავარაუდო
ნაშრომებს,
შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა
დოკუმენტი, თემის
მიზნებთან
შესაბამისობის
კუთხით.
მოდული 4.
გავეცანი ამ მოდულში მოცემულ ინფორმაციას, მოდულის
ფარგლებში განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება,
საჭირო ინფორმაციის მოძიება. ასევე, დავგეგმეთ და შვქმენით მოსწავლის პრეზენტაცია. გამოვიყენეთ google.com-ი და powerpoint-ში გავაკეთეთ სლაიდ-შოუ.
среда, 16 июля 2014 г.
მოდული 3
გავეცანი მესამე ბლოგში მითითებულ ინფორმაციას: საავტორო უფლებების პრეზენტაციას.გადმოვწერე და ჩემს საქაღალდეში შევინახე 1. გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი. 2. გამოყენებული ლიტერატურის ნიმუში-MLA ფორმატი. 3. გამოყენებული ლიტერატურის ნიმუში-APA.
ვისწავლეთ Gmail.com-ი დრაივის გამოყენება, ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ატვირთვა და გაზიარება.
მოდული 2
გავეცანი ამ მოდულში მოცემულ ინფორმაციას. დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმის შევსება.გეგმაში განვათავსე მოფიქრებული პროექტის თემა, განვსაზღვრე მისი შინაარსი და თემის შესაბამისობა სტანდარტთან. ჩამოვწერე პროექტის სასწავლო მიზნები, შედეგები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მოვახდინე პროექტის პრეზენტაცია PowerPoint-ში.
вторник, 8 июля 2014 г.
მოდული 1
პროექტებით სწავლების ტრენინგის პირველი დღე: გავეცანი ტრენინგის მსვლელობის პროგრამას,ინტელის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმძღვანელოს რომელიც მოცემულია ინტერნეტში.შევქმენი საქაღალდეები, გადმოვიწერე დოკუმენტები, რომლებიც დაგვჭირდება მუშაობის პროცესში და განვათავსე საქაღალდეებში.(21-ე საუკუნის უნარჩვევები,ბუკლეტის ნიმუშები,პორტფელიოს რუბრიკა,პორტფელიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი) გავეცანი პროექტის გეგმას. შევქმენი ბლოგი.
მეორე დღე: გავეცანი პროექტების ბუკლეტის ნიმუშებს და შევქმენი ასეთივე ბუკლეტის საკუთარი ვერსია.
მეორე დღე: გავეცანი პროექტების ბუკლეტის ნიმუშებს და შევქმენი ასეთივე ბუკლეტის საკუთარი ვერსია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)